სიახლეები
news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news-news

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი (შემდგომში ”ცენტრი”) ერთ-ერთი  მაღალრეიტინგული სამედიცინო დაწესერბულებაა  და  იგი  ქ. ბათუმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ცენტრი დაარსებულია 1923 წელს. თავდაპირველად იგი ფუნქციონირებდა როგოგც პოლიკლინიკა, შემდგომში .ბათუმში საზღვაო ინდუსტრიის განვითარებას მოყვა სამედიცინო დაწესებულების განვითარება და პოლკლინიკა გარდაიქმნა „მეზღვაურთა საავადმყოფოდ“, რომელიც ძირითადად მეზღვაურებს, ნავსადგურისა და საზღვაო სფეროში  დასაქმებულ მუშაკებს ემსახურებოდა. ყოფილმა მეზღვაურთა საავადმყოფომ განიცადა სრული რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ,როგორც მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება თავისი ინფრასტრუქტურით.ემსახურება მოსახლეობის ყველა ფენას. ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ აქ შემოსულმა პაციენტმა ჩაიტაროს  მაღალხარისხიანი გამოკვლევა და მკურნალობა, რის შესაძლებლობასაც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იძლევა. ცენტრში დასაქმებულია   10  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

სამედიცინო ცენტრი აქტიურად  მონაწილეობს  სახელმწიფო,მუნიციპალური და სადაზღვევო პროგრამების განხორციელებაში, თანამშრომლობს საზღვავო საკრუინგო კომპანიებთან, საზღვავო სავაჭრო ნავსადგურებთან, შპს საქართველოს რკინიგზასთან, ქ.ბათუმში განთავსებულ სასტუმროებთან,  სხვა  მსხვილ სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან.   მინიჭებული აქვს  ISO 9001:2008  სერთიფიკატი.სამედიცინო ცენტრში აღრიცხვაზე  3000-ზე მეტი მეძღვაურია  და მას 2010 წლამდე მინიჭებული ქონდა ექსკლუზიური უფლება მეზღვაური კადრების პროფესიული  შერჩევის, ვარგისიანობის შემოწმებისა და  მათი მომზადებისათვის საზღვაო გადაზიდვების გემებზე სამუშაოდ..

რადგან თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გთხოვთ შევსებული კითხვარი ჩააგდოთ ცენტრალურ ფოეში მოთავსებულ შენიშვნებისა და წინადადებების სპეციალურ ყუთში,

ცენტრის ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა აკრძალულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთან დადგენილი წესები,

             ცენტრი მუშაობს ყოველდღე 09-30 საათიდან 17-00 საათამდე.

მათ შორის: საკონსულტაციო დიაგნოსტიკური სამსახური ყოველდღე გარდა კვირისა.

                         სტაციონარი 24–სათიან რეჟიმით.

სტაციონარში მოთავსებული პაციენტის ვიზიტის დრო განასაზღვრულია 17-00 საათიდან 19-00 საათამდე.

                ოპერაციის დამთავრების შემდეგ ცენტრის სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით სათანადო და ამომწურავ ინფორმაციას  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

პაციენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მისი ოჯახის წევრებს.

                     ცენტრი მეზღვაურებს და მათი ოჯახის წევრებს ემსახურება ურიგოდ.

   გმადლობთ, რომ   გაეცანით   არსებულ  წესებს  და ირჩევთ ჩვენს კლინიკას.

სს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი -2010 გისურვებთ ჯანმრთელობას.

 
 
Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
DECEMBER 2018
SMTWTFS
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Created By
MRG web studio